ტრანზიტული სატვირთოები სოფელ გლდანის მოსახლეობის საცხოვრებლებს აზიანებს

ავარიული შენობების პრობლემა არა მხოლოდ თბილისის ძველ უბნებში, არამედ დედაქალაქის შემოგარენშიც მწვავედ დგას. სოფელ გლდანში, შემოვლით გზასთან ახლოს, 26 მაისის ქუჩის მცხოვრებნი, უკვე წლებია მძიმე მდგომარეობაში არიან.

შემოვლით გზაზე მოძრავი ტრანზიტული სატვირთოების კოლონები ახლო მდებარე საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. მოსახლეობას ავარიულ სახლებში უწევთ ცხოვრება, რაც მათ სიცოცხლეს აშკარა საფრთხეს უქმნის.

მედია სააგენტო “24” -ს სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის N118-ში მცხოვრები თეონა დათაშვილი დაუკავშირდა. როგორც მან გვიამბო, უკვე წლებია საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. სატვირთოების გადაადგილებით გამოწვეულ ბიძგებზე სახლის კედლები ყოველდღიურად იხსნება.

“მთელი დღის განმავლობაში მარტო ვარ პატარა ბავშვით და ყოველდღე შიშით ვცხოვრობ. სატვირთოების გადაადგილების შედეგად საშინელი ბიძგებია და გადაიხსნა კედლები. ეს სახლები მალე დაინგრევა, თუ დროზე არ გაამაგრებენ”, – განაცხადა თეონა დათაშვილმა.

თეონას მდგომარეობაშია აქ, ბევრი მცხოვრები. მოსახლეობამ დახმარებისთვის ყველა სტრუქტურას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

“თბილისის მერიამ გლდანის გამგეობასთან გადამამისამართა, გამგეობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექსპერტიზის ბიუროსთან. ექსპერტიზის ბიუროში კი მითხრეს, რომ შესაბამისი დანადგარები არ აქვთ, ვერ აზომავენ და ვერ დაადგენენ, რა იწვევს ამ პრობლემას”, – გვიამბო თეონა დათაშვილმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ყველა სტრუქტურა თავიდან იცილებს. კითხვაზე, თუ ვინ ჩაატარებს ექსპერტიზას, პასუხს მოსახლეობას არავინ აძლევს.

მედია სააგენტო “24” ვითარების გარკვევას გლდანის გამგეობაში შეეცადა. როგორც გვითხრეს, პრობლემასთან დაკავშირებით, დიდი ხანია ინფორმირებულები არიან.

“ეს საკითხი ეხება საგზაო გზების დეპარტამენტს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ქალბატონი თეონა ქირით უზრუნველვყოთ”, – გვითხრეს გამგეობის პრესსამსახურში.

ავტორი: ლელა დევდარიანი


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

პოდკასტი