FIFA-ს წარმომადგენლები იაპონიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გააოცა

მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან, იაპონიის სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრები და FIFA-ს წარმომადგენლები იაპონიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ გააოცა

ლურჯმა სამურაებმა, შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ხალიფას საერთაშორისო სტადიონის გასახდელი ოთახი დაასუფთავეს. სოცმედიაში გავრცელებული სურათებიდან კარგად ჩანს, რომ ფეხბურთელებმა ოთახი საგულდაგულოდ დაალაგეს, იატაკი მოწმინდეს, ნაგავი შეაგროვეს და ოთახის გასანიავებლად ფანჯრებიც კი გააღეს. აღნიშნულ ფაქტს FIFA-ს ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ხალხის გაოცება არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ იაპონიის ნაკრების გულშემატკივრების ქცევამაც გამოიწვია, რომლებმაც მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონის ტრიბუნები დაალაგეს.

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა