მართვის მოწმობის გამოცდაზე მანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნაც შემოწმდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო ხდება.

ცვლილება, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. მოთხოვნის მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი, გამომცდელს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ვიზუალური ჩვენებით უპასუხებს.

საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ხელსაწყოს ჩვენებით ან სხვა მოქმედებით უპასუხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამომცდელმა, მძღოლობის კანდიდატს შერჩევითად შეიძლება შემდეგი დავალებები მისცეს: B კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე: განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავაში ზეთისა და რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის აუცილებელი დონის არსებობა; მუშა და სადგომი მუხრუჭების გამართულობა; სად შეიძლება, საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ, ინფორმაციის მოძიება და სხვა კითხვები. ასევე, აჩვენოს: სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხისა და ძრავაში ზეთის დონე; სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი და მსგავსი საკითხები.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი