საქართველოში ე.წ. დრიფტი, დამუქებული მინები და ციმციმა სიგნალები აიკრძალა

დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება; ე.წ. დრიფტი 300 ლარით ჯარიმდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება, ე.წ. დრიფტი, გარდა კანონით გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებისა, დაჯარიმდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას სიჩქარის გადაჭარბებასა და ხმაურის დასაშვები დონის დარღვევაზეც. ჯარიმების გარდა, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართვის მოწმობის ქულები ჩამოაკლდება.

დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება; ე.წ. დრიფტი 300 ლარით ჯარიმდება, მართვის მოწმობაზე პირს 30 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო დამამძიმებელი გარემოების შემთხვევაში – 500 ლარი. სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი გადაჭარბების შემთხვევაში კი ჯარიმა 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარი იქნება.

პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსსა” და “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი 77 ხმით დაუჭირა. ცვლილებები კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაცია 2024 წლიდან შევა ძალაში.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი