ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრი აშენდება – მოსახლეობა წინააღმდეგია

  მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. 5 სართულიანი შენობის ესკიზი მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია და ნებართვაც გაცემულია.

დოკუმენტების მიხედვით, 5 სართულიანი შენობის მინუს ორ სართულზე ავტოსადგომები გაკეთდება, იმავე დანიშნულების იქნება მინუს ერთი სართულის ნაწილიც, ხოლო შენობის დანარჩენი სივრცე მთლიანად სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობ დაწესებულებებს დაეთმობა.

 საყურადღებოა ისიც, რომ მოსახლეობა ახალი მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან ავლაბრის მეტროს მიმდებარე კორპუსი ავარიულია და შესაძლოა მშენებლობამ კორპუსიც დააზიანოს.

 აღსანიშნავია, რომ ავლაბრის მოედანზე, სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს. ამ წლების მანძილზე, მერია მშენებლობაზე უარს ამბობდა, რადგან ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის არეალად იყო მიჩნეული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა მიწა შპს “ეი-პი-ეს-ს” ეკუთვნის.
ქეთა მელიქიშვილი


2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

თბილისელებს მერია ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალ პროგრამას სთავაზობს

“იქნებ, ნანახის შემდეგ, კალაძე და ქართველი მშენებლებიც გამოფხიზლდნენ” – გამოხმაურება

“აბსოლუტურად არ მეშინია, რომ საქართველო 7-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს” – არქიტექტორი

პოდკასტი