ბოლოკა ხომ? სადაა თქვენი სკულპტურა? – სენაკში გოჩა ლომიას ქანდაკებას დადგამენ

ქართველი მსახიობი გოჩა ლომია 1952 წელს დაიბადა. სიცოცხლის განმავლობაში, მას არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები. მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა, რეჟისორ რევაზ ჩხეიძის ფილმმა ,,ღიმილის ბიჭები’’ მოუტანა.

ქალაქ სენაკში, ფილმ “ღიმილის ბიჭებში” “ბოლოკას” როლის შემსრულებლის, მსახიობ გოჩა ლომიას ქანდაკება დაიდგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის მეგობარი, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ავრცელებს.

“ფოტოს ჩემი თავი ჩამოვაჭერი – ასე სჯობს. უჰ, შე მართლა ჭიჭყინა ბოლოკა შენ! წლების მერე იმ ქვეყნად ზემოდან გადმოგვხედავს – გვკითხავს: ბოლოკა ხომ? სადაა თქვენი სკულპტურა?.”- წერს გოჩა მირცხულავა.

ქართველი მსახიობი გოჩა ლომია 1952 წელს დაიბადა. სიცოცხლის განმავლობაში, მას არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორის: ,,ნერგები’’ (სატვირთოს მძღოლი), ,,მოხეტიალე რაინდები’’ (მიტო), ,,ღიმილის ბიჭები’’ (ბოლოკა). მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა ამ უკანასკნელმა, რეჟისორ რევაზ ჩხეიძის ფილმმა ,,ღიმილის ბიჭები’’ მოუტანა.

ფილმი 1969 წელს არის გადაღებული და ახალგაზრდა თბილისელ ბიჭებზე გვიყვება, რომელთა ცხოვრებაც მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად შეცვალა. მათ მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფორმა, გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და უბედურებით სავსე, ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ.

გოჩა ლომია 2021 წლის 23 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი