ავტომობილების გამონაბოლქვის ინსტრუმენტული მონიტორინგი იგეგმება

კვლევების თანახმად, მავნე ნივთიერებების 70% ჰაერში სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვიდან გროვდება.

ჰაერის დაბინძურება მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. საქართველოში, ჰაერის დაბინძურების მთავარი და ყველაზე მასშტაბური წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. კვლევების თანახმად, მავნე ნივთიერებების 70% ჰაერში სწორედ აქედან გროვდება.
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტული მონიტორინგი დაიწყება. აღნიშნული სამართალდარღვევის აღსრულების პროცესში, საწყის ეტაპზე, 10 ეკიპაჟი ჩაერთვება და საპილოტე ქალაქები, სადაც თავდაპირველი მონიტორინგი მოხდება, გათვალისწინებული რისკების მიხედვით განისაზღვრება .
 აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა გამკაცრდა და 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში მერყეობს. ასევე, პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის, რომელიც 2020 წლის აპრილის შემდგომ არის განბაჟებული და რეგისტრირებული ე.წ. კატალიზატორის ქონა, სავალდებულო გახდა.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა