“ვლოცულობთ მარიტა – მარიამისთვის”: ილია II

პატრიარქი-სვეტიცხოველში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო წუხარებას გამოთქვამს და დაღუპული, მარიტა მეფარიშვილის მშობლებს უსამძიმრებს.

“ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს. მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე”, –  ნათქვამია, საპატრიარქოს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.


ტრაგედია ბათუმში – ბატუტის დაზიანებას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

„მისი გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა” – ილია II ჟიული შარტავაზე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კომპოზიტორი, დირიჟორი, მომღერალი, ჯაზმენი თამაზ ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

“სტიქიასა და პროფესიას შეწირული მასწავლებელი” – უნდა მიენიჭოს თუ არა გელა ლიპარტელიანს სახელმწიფო ჯილდო

პოდკასტი