ევროკავშირის სივრცეში მგზავრობისთვის “ცა აღარ არის ზღვარი” – 5G თვითმფრინავებისთვის

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მგზავრებს თვითმფრინავით ფრენის დროს მობილური ტელეფონის გამოყენების საშუალება ექნებათ.

გადაწყვეტილება ევროკომისიამ, განახლებული ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, მიიღო. მათივე ცნობით, ავიაკომპანიებს თვითმფრინავებისთვის 5G ტექნოლოგიის მიწოდება შეუძლიათ. შედეგად, მგზავრებს შეეძლებათ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენება, ისე ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) განხორციელება.

“როდესაც საქმე სუპერ სწრაფი კომუნიკაციის შესაძლებლობებს ეხება, ცა აღარ არის ზღვარი“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

თვითმფრინავში ფიჭური კომპანიები სპეციალურ ტარიფს შემოიღებენ, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყნის ქსელს ერთმანეთთან დააკავშირებს, ამიტომ, თვითმფრინავში მობილური ტელეფონების გამოყენება, უფასო არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი წესით, ევროკავშირის ქვეყნებში ფრენის დროს, თვითმფრინავში მობილური ტელეფონების გამოყენება, ნებადართული არ არის. მგზავრებმა ტელეფონში ე.წ. თვითმფრინავის რეჟიმი უნდა გაიაქტიურონ. ევროკომისიის მიერ დადგენილი სიახლე ძალაში 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა შევიდეს.

ინგა ფუტკარაძე


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

პოდკასტი