ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქართული დელეგაცია ჩეხეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

“მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

“მოხარული ვარ,რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში ,რომელიც ჩეხეთში იმართება. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას” – წერს პრემიერი ღარიბაშვილი.


პოდკასტი