საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა.

წინა თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247.3 ლარს შეადგენდა, ხოლო აგვისტოში ეს მონაცემი 246.8 ლარი იყო.
 ასევე, 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და ის 219.1 ლარს შეადგენს 218.6 ლარის ნაცვლად.
რაც შეეხება, 2021 წელს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, შედეგად ეს მონაცემი 2022 წელს 31 ლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის აუცილებელი საკვებს, შესაბამისი ცილების, ნახშირწყლების, ცხიმებისა და კალორიების რაოდენობას.
ინგა ფუტკარაძე


საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 37 მილიონი ლარით შემცირდა

ადგილობრივი ექსპორტი 20.3 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა – საქსტატი

“მაღალი ინფლაცია ფასების ზრდასა და მომსახურების გაძვირებას უკავშირდება“ – საქართველოს ეროვნული ბანკი

“ახალგაზრდების დაწინაურებისას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს” – ილია ვეკუას ანდერძი

პოდკასტი