პროდუქტები, რომლის მიღებაც ძილს აუმჯობესებს

სრულფასოვანი ძილი ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მშვიდად ძილში შესაძლოა, დაწოლის წინ სხვადასხვა საკვებისა და სასმლის მიღება დაგეხმაროთ.
ნუშს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ის ჰორმონი მელატონინისა და მაგნიუმის შემცველობის მეშვეობით, ძილის ხარისხს აუმჯობესებს.
ინდაურის ხორცი, მასში შემავალი ამინომჟავა ტრიპტოფანის დახმარებით, ადამიანს ძილს გვრის. ასევე, ის დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, რაც მოთენთვის შეგრძნებას იწვევს.
გვირილის ჩაი ჩვენი ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ტვინში ისეთ რეცეპტორებს უკავშირდება, რომლებიც ინსომნიის სიმპტომებს ეწინააღმდეგება.
კივი საკმაოდ დაბალკალორიული ხილია, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს. კვლევის თანახმად, დაძინებამდე 1 საათით ადრე კივის მიღება ძილის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.
ალუბლის წვენი სხვადასხვა ვიტამინის წყაროა, რომლის მიღება ძილს ახანგრძლივებს და აუმჯობესებს.
ცხიმიანი თევზის D ვიტამინისა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების შემცველობა სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სწრაფ ჩაძინებას და ღრმა ძილის იწვევს.
თეთრი ბრინჯი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტია, რომლის მიღების შემდეგ, სისხლში შაქრის დონის მაჩვენებელი საკმაოდ იმატებს. შედეგად, თეთრი ბრინჯი ძილის ხარისხს აუმჯობესებს.
თაკო ბოკუჩავა

