“რუსეთი მზადაა გაზის მიწოდება დაიწყოს, ევროკავშირს თუ სურს, ონკანი გააღონ” – ვლადიმერ პუტინი

უნგრეთი 85%-ით რუსულ გაზზეა დამოკიდებული და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას რუსული გაზის იმპორტზე.

PHOTO: REUTERS რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო მოსკოვში ჩადის. ვიზიტი მიმდინარე კვირაში შედგება.

ოფიციალურად შეხვედრის მიზანი მშვიდობის საკითხების განხილვაა. ასევე დისკუსიები შედგება ,,გაზპრომსა“ და ,,როსატომთან“ უნგრეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით.

 უნგრეთი 85%-ით რუსულ გაზზეა დამოკიდებული და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას რუსული გაზის იმპორტზე. ამიტომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკავდა სანქციების პაკეტს, რომელიც რუსულ ნავთობზე ემბარგოს მოიცავდა.

მისი თქმით, ევროკომისიის სანქციები ევროპის ინტერესებისთვის საზიანოა. შედეგად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი ევროპაში მოსალოდნელ ცივ ზამთარს უკავშირდება.

ცნობისთვის, რუსეთის მილსადენ “დრუჟბაზე”, რომლის მეშვეობითაც მთელი ევროპის ენერგომომარაგება ხდება, გაჟონვა მოხდა. მსგავსი აფეთქება მოხდა ,,ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზეც, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს.
 ფაქტს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინიც, რაც საერთაშორისო ტერორისტულ აქტად შეაფასა.

პარალელურად, მისი თქმით, რუსეთი მზადაა ევროპა ენერგეტიკული რესურსებით მოამარაგოს.

“რუსეთი მზადაა მიწოდების დასაწყებად, ბურთი ევროკავშირის მხარესაა, თუ მათ სურთ ონკანი გააღონ”, – განაცხადა მან.

აღნიშნულის საპასუხოდ, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგები 90%-ით სავსეა. ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს ნაწილს გაზით ნორვეგია მოამარაგებს.
 წყარო: Reuters

 ინგა ფუტკარაძე


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი