რამდენად სახიფათოა ძილი მობილურის სიახლოვეს?

21-ე საუკუნის სენად იქცა მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი ან უარეს შემთხვევაში, მისი შენახვა ბალიშის ქვეშ. ეს ქცევა, ძირითადად ახალგაზრდებს ახასიათებთ. ხშირად ბალიშის ქვეშ მობილურის შენახვის მიზეზი, რეკვის ან შეტყობინების მიღების დროს მისი ადვილი ხელმისაწვდომობა არის.
ბევრისთვის ალბათ უცნობია ის ფაქტი, რომ ძილის დროს მობილურის სიახლოვე ორგანიზმისთვის საზიანოა. მათ აქვთ გამოსხივება, რომელიც ადამიანის გულის რიტმის დარღვევას იწვევს. ტელეფონის ეკრანის სინათლის მავნე ზემოქმედება მეცნიერულად დასაბუთებულია. ჩვენს ორგანიზმში მუშაობს ცირკადული რითმები – ზუსტად აწყობილი 24-საათიანი ციკლები, რომლებიც სხეულს ეხმარება ძირითადი ფუნქციის შესრულების დროის განსაზღვრაში, როგორიცაა: საკვების მიღება, დაძინება, გაღვიძება. კაცობრიობის ისტორიაში უმეტეს შემთხვევაში ეს რითმები მჭირდოდ უკავშირდება მზის ამოსვლასა და ჩასვლას. ხელოვნური განათებისა და ელექტრონიკის გამოჩენასთან ერთად, ადამიანის ცირკადული რითმები დაზარალდა.
ცირკადული რითმების ქრონიკული დარღვევა ასევე იწვევს ჯანმრთელობისთვის ბევრ სხვა უარყოფით შედეგს. მათ შორის: ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ფსიქიკურ მოშლილობას – დეპრესიას.
გარდა ამისა, ძილის დროს, მობილური ტელეფონის სიახლოვემ შეიძლება გამოიწვიოს კოშმარები, ძილის უუნარობა, ღამით რამდენჯერმე გაღვიძება და ა.შ. სინამდვილეში, მას შეუძლია თქვენი ტვინის დაზიანებაც კი. ტელეფონთან ძილი საფრთხეში აყენებს სხეულის ნორმალურ ფუნქციონირებას და მას შეუძლია შეზღუდოს მრავალი მნიშვნელოვანი ჰორმონის გამომუშავება.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა: ელექტრონული მოწყობილობები, ზოგადად, მავნეა ორგანიზმისთვის, რადგან ისინი წარმოქმნიან ტოქსიკურ ეფექტებს, რაც ზრდის კიბოს განვითარების შანსებს. ამიტომ, სპეციალისტები მოგვიწოდებენ, დაძინებამდე მობილური ტელეფონი ჩვენგან დაახლოებით 3 მეტრის მოშორებით დავდოთ.
ქეთა მელიქიშვილი

