“ზოოპარკში”. 1939 წელი – როგორ იშინაურებდა თბილისი ცხელი ქვეყნების მტაცებლებს
თბილისის ზოოლოგიური პარკი (ზოოპარკი) 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმსაკომის დადგენილებით დაარსდა. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰა მიწის ნაკვეთი
ის გათვალისწინებული იყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის. მალე კი თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების უსაყვარლეს ადგილად იქცა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რომლებიც აქ, მულტფილმებში ნანახ ცხოველებს რეალურად ეცნობოდნენ.
ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე ერთობლივად მუშაობდნენ პროფესორი პ. მანტეიფელი – მოსკოვის ზოოპარკის სამეცნიერო–კვლევითი ნაწილის ხელმძღვანელი, ლენინგრადის (პეტერბურგის) ზოოპარკის არქიტექტორი ვ. სტეპანოვი, ქართველი მეცნიერები: ი. ჩხიკვიშვილი, არჩილ ჯანაშვილი, ზ. როსტომბეკოვი და სხვ. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, ზოოპარკში, შეძლებისდაგვარად, ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები).
დიდი ყურადღება ექცეოდა ზოოპარკის ბინადართა ჰიგიენას, კვებასა და რეჟიმს, მათ მკურნალობას, გამრავლებას, განსაკუთრებით ბეწვიანი ნადირების მოშენებას.
როგორ მდიდრდებოდა თბილისის ზოოპარკი სხვა კონტინენტის მტაცებლებით, ამის შესახებ 1934 წელს გადაღებული ვიდეო მოგვითხრობს: