საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და შენარჩუნებაზე მიმართვის ვადა გრძელდება

მოქალაქეობა ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის, პოლიტიკურ და იურიდიულ კავშირს წარმოადგენს და ადამიანებს, შესაბამისი უფლებები და მოვალეობები სწორედ მოქალაქეობის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, მიმართვის ვადა 2 წლით ხანგრძლივდება. ამასთან დაკავშირებული ცვლილებები, “მოქალაქეობის შესახებ კანონში” შედის. ინიციატივა უმრავლესობის წევრებს, მიხეილ სარჯველაძეს, ალუდა ღუდუშაურს, ბექა ოდიშარიასა და გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნით.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეობის მოთხოვნის მიმართვის აღდგენის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმათ გაუხანგრძლივდებათ, რომლებმაც 2018 წლის 15 აგვისტომდე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეს და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ეს გადაწყვეტილება კი, მიღებული არ იყო.

ასევე, კანონპროექტი ამ ვადებში, იმ მუხლების მოქმედების ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს, რომლებიც 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებსა და მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს განსაზღვრავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, სააგენტოს ქვეყნის 1935-მა მოქალაქემ მიმართა. ეს მონაცემები 2019 წელს 2044-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 3120-მა ადამიანმა ისარგებლა. 2019 წელს კი, 7234-მოქალაქემ.

მათივე ცნობით, 2020 წელს, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის 1217 მოთხოვნა დაფიქსირდა. ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება კი, 3186-მა ადამიანმა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობა ინდივიდსა და განსაზღვრულ სახელმწიფოს შორის, პოლიტიკურ და იურიდიულ კავშირს წარმოადგენს და ადამიანებს, შესაბამისი უფლებები და მოვალეობები სწორედ მოქალაქეობის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.

საქართველოში ერთიანი მოქალაქეობაა დადგენილი, მისი ჩამორთმევა კი, კანონის მიხედვით, დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ამ სტატუსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისთვის სასურველი ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, სტატუსის შენარჩუნების თაობაზე, საქართველოს სახელმწიფოდან თანხმობას მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა გამონაკლისის წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქესაც შეიძლება მიანიჭოს, იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან მისთვის ეს სტატუსი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი