ხორცპროდუქტების მაღაზიაში შეძენა ადამიანების დაავადების რისკს ამცირებს

ხორცი ხშირად ისეთ გარემოში იყიდება, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საახალწლოდ, ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარებაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად ისეთ გარემოში იყიდება, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა.

მათივე ინფორმაციით, ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; ეტიკეტი განთავსებული იყოს თვალსაჩინო ადგილას.

,,არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი