თბილისი წიგნის საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საგამოფენო ცენტ “ექსპო ჯორჯიას” მე-4 და მე-5 პავილიონებში, 16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოში მოქმედი გამომცემლობები და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები სტუმრებს წიგნების მრავალფეროვან არჩევანს, ფასდაკლებებსა და საინტერესო ღონისძიებებს შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ფესტივალი, როგორც ზრდასრულებზე, ისე ბავშვებზე იქნება გათვლილი და განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას დაეთმობა.

ფესტივალი ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს აერთიანებს.

თაკო ბოკუჩავა


მის ლექციებზე დასწრების მსურველებს აუდიტორია ვერ იტევდა – აკაკი ბაქრაძე დღეს, 95 წლის გახდებოდა

“სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა დაუშვებელია” – მანანა ნიკოლაიშვილი

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს წარადგენს

პარლამენტში “ლუციფერის მხილებას” არიგებენ? – პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სამხატვრო აკადემიაში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ფორმატი შეიცვალა

პოდკასტი