ევროპარლამენტი: სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე ყველა პასუხისმგებელს

ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესებას ითხოვს.

ევროპარლამენტის დეპუტატების შეფასებით, აუცილებელია, რომ ოლიგარქ ივანიშვილის გადაჭარბებული ინტერესები საქართველოს პოლიტიკური სისტემის მიმართ შეიზღუდოს.

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხრას. ამ გადაჭარბებულ პირად ინტერესში კი ევროპარლამენტი, მათი შეფასებით, არაფორმალურ მმართველს – ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.

“ევროპარლამენტი პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემის მოგვარების რეკომენდაციას იძლევა, ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების აღმოფხვრის გზით, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით“, – აღნიშნულია შესწორებაში.

ამასთან, ევროპარლამენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესწავლას. უწყება ამ ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პირადი სანქციების დაწესებას ითხოვს.

“ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

შესწორების ავტორი ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანია. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის 275-მა წევრმა დაუჭირა, 212 კი წინააღმდეგ წავიდა.

ინგა ფუტკარაძე


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

პოდკასტი