ბრიტანეთის ახალ პრემიერს თანამდებობიდან გადაყენება ემუქრება

liz trasi

მიმდინარე კვირაში, ბრიტანელი კანონმდებლები შეეცდებიან პრემიერ მინისტრ ლიზ ტრასს თანამდებობა დაატოვებინონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტმა უკვე გააფრთხილა აჯანყებული დეპუტატები, რომ ამან შეიძლება საყოველთაო არჩევნები გამოიწვიოს.

მმართველი კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი წევრი (დეპუტატი) მზად არის ტრასს უნდობლობა გამოუცხადოს და გაუგზავნოს მოხსენება კონსერვატიული პარტიის კომიტეტის ხელმძღვანელ გრეჰემ ბრეიდს, რომელიც ლიდერთა შესარჩევ კონკურსებს აწყობს. დეპუტატები მოუწოდებენ ბრეიდის უთხრას ტრასს, რომ „მისი დრო ამოიწურა“ ან შეცვალოს პოლიტიკური პარტიის წესები, რის შემდეგაც, ისინი პრემიერს ნდობას გამოუცხადებენ. ლიზ ტრასი აპირებს ამ კვირაში მათთან შეხვედრას და დისკუსიის გამართვას, რათა თავიდან აიცილოს გადატრიალება.

კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობა ტრასმა, ერთი თვის წინ, იმ დაპირებით მიიღო, რომ გადასახადებს შეამცირებდა. ამჟამად მას ედავებიან, რომ პროგრამის ძირითად ნაწილს გადაუხვია და დაპირებები სათანადოდ არ შეასრულა.

პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლულმა ბრიტანეთმა  სამი პრემიერ-მინისტრი შეცვალა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხმა მისცა ევროკავშირის დატოვებას.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, დედოფალმა ელიზაბეტმა ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა. ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერმინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს. ბორის ჯონსონის შემცვლელად ლიზ ტრასი კონსერვატიულმა პარტიამ აირჩია. კენჭისყრაში მან მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა.

წყარო: Reuters

ქეთა მელიქიშვილი


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი