ისტორიაში პირველად, მწვერვალი “სარაგრარი” ქართველმა ალპინისტებმა დაიპყრეს

მსოფლიო ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ ქართველ მთასვლელებს გადაეცათ.
ბაქარ გელაშვილმა, არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ ქართული ალპინიზმის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერეს. მათ შეძლეს ისეთი შედეგის მიღწევა, რაც მსოფლიოში ათობით ათასმა ალპინისტმა ვერ მოახერხა.
ქართველმა ალპინისტებმა ჯილდო პაკისტანში, სარაგრარზე ასვლის გამო მიიღეს, რადგან მწვერვალი ამ დრომდე არავის დაუპყრია.
„ოქროს წერაყინის“ პრიზს 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი „მონტანი“ გადასცემს. ნომინანტებს ალპინისტური სეზონის შედეგების მიხედვით არჩევენ, შემდეგ კი კანდიდატებს სპეციალური ჟიური განიხილავს.
„ოქროს წერაყინს“ აპლინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.
დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, მაღალმთიან ქალაქ ბრიასონში გაიმართება.
ლელა დევდარიანი

