ინციდენტი პირდაპირ ეთერში: – “მე ქვეყნის მოქალაქე ვარ, შენ – მოღალატე, შენ!”

დაპირისპირებული მხარეები შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა გააშველეს.

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს უცნობმა პირმა კვერცხები იმ დროს ესროლა, როცა კირთაძე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ქუჩიდან ერთვებოდა. შედეგად კირთაძემ ჩართვა შეწყვიტა, უცნობი გააჩერა და მოსთხოვა ეთქვა საკუთარი ვინაობა და ის, თუ მასთან ვინ გაგზავნა.

უცნობმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ თავად ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო კირთაძეს მოღალატე უწოდა.

როგორც “ფორმულას” ჟურნალისტები ირწმუნებიან, შემთხვევა პოლიტიკური ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” ოფისთან მოხდა.
დაპირისპირებული მხარეები შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა გააშველეს.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი