კორონა ვირუსის საგანგაშო სტატისტიკა – ფსიქიკური აშლილობა 1 მლრდ ადამიანს განუვითარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა კორონა ვირუსის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისებმა იქონია.
მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის ანგარიშის თანახმად, კორონა ვირუსის პირველ წელს ადამიანებში დეპრესია და შფოთვა 25%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების რიცხვმა 1 მილიარდს მიაღწია. ამიტომ, 2020 წლის 1 იანვირდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2023 წელს დასრულდება. ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 100 მილიონი ადამიანისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას 12 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ზიმბაბვესა და იორდანიაში.
ბევრ ქვეყანას ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის მოძველებული სტანდარტები აქვს, მათ შორის დაბალია სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე დაბალია საზოგადოების მხრიდან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერა, რადგან დეპრესია საზოგადოებაში სერიოზულად არ აღიქმება.
მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების სისტემა დაინერგოს მოზარდებში, სკოლებში, სათემო ორგანიზაციებში, რელიგიურ ჯგუფებსა და ბიზნესში. მათ შორის მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა (სექსუალური, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, სოცდაუცველები), რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციასა და უფლებების დარღვევას.
წყარო: Deutsche Welle
ინგა ფუტკარაძე

