მესტია – ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული მიმართულება მსოფლიოში
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის – Best Tourism Villages by UNWTO-ის ერთ- ერთი გამარჯვებული მესტიის მუნიციპალიტეტი გახდა. მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილთა შორის შეირჩა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, გაეროს პროექტში გამარჯვებულ ადგილებს ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივა გააჩნია, რომელიც ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენაა მიმართული.
პროექტის ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ გამარჯვებული ადგილმდებარეობისთვის ტურიზმი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდეს, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მისი ცნობადობა ამაღლდეს და ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სანიმუშოდ განვითარებად ტურისტულ ადგილმდებარეობებს გამარჯვებულის სტატუსი ენიჭებათ.