დღეს ვეტერანთა დღეა

veteranta dge

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ. ეს დღე, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა დღეა. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.

დღევანდელი მონაცემებით, ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ბაზაში, ვეტერანის სტატუსით, 70 000 – მდე პირია რეგისტრირებული. როგორც მეორე მსოფლიო ომის, 1992-1993 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, ისე 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთისა და უნგრეთის) საომარი მოქმედებების მონაწილეები.

საქართველოში, ვეტერანთა დღე 2014 წლიდან აღინიშნება, რომლის დაარსების საფუძველი, 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, მიღებული კანონი გახდა.

მედია სააგენტო “24” ყველა ვეტარანს, გილოცავთ ამ დღეს.

 

ავტორი – სალომე ხომასურიᲫე


პოდკასტი