სათავგადასავლო ტურიზმში საქართველოს 7 რეგიონი მოხვდა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს 7 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში მთლიანობაში 227 კმ-ის სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი მონიშნა. აღნიშნულ ბილიკებზე 610 მიმართულების მანიშნებელი დაფა, 292 მიმართულების მანიშნებელი ბოძი და 44 საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.

მონიშნული ბილიკები ლაშქრობის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს გზის აუცდენლად იმოგზაურონ. ბილიკები ძირითად მარტივი და საშუალო სირთულისაა, რაც მოლაშქრეებს გაუადვილებს სასურველი ადგილების მონახულებას.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკებს ყოველწლიურად ნიშნავს. პროექტის მიზანი ერთიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება და ერთმანეთთან დაკავშირებაა.

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი