მატილდა გვარლიანი მაღალი მოდის სცენაზე

matilda gvarliani

მატილდა გვარლიანი 21-ე საუკუნის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Chanel-ის ჩვენებაში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში, შანელის ჩვენებაზე გალაკტიონ ტაბიძის მუზა, სილამაზით განთქმული, მერი შერვაშიძე გამოდიოდა.

პარიზის მოდის კვირეულზე, კარლ ლაგერფელდის მემკვიდრემ, ვირჯინია ვიარდიმ 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, გრანდიოზულ შოუში მონაწილეობის პატივი კი 19 წლის მატილდა გვარლიანსაც ხვდა წილად.

ახალგაზრდა ქართველი მოდელისთვის, ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მატილდა გვარლიანი უკვე ვიხილეთ ნიუ-იორკისა და მილანის მოდის კვირეულებზე ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც არის Fendi და Carolina Herrera.

მისი დამახასიათებელი სილამაზე და ხიბლი კადრს მიღმა არასდროს რჩება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მოდელია.

მატილდამ კარიერა საქართველოში დაიწყო და მალევე გამოჩნდა, მსოფლიო დონის, მოდის სახლების ჩვენებებზე. როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ – ამბობს მატილდა.

ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა.

მოდელი 16 წლის იყო, როდესაც Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის უმუშავია.

საიტმა Models.com – ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიცაა.

მისი სამომავლო გეგმა კი სამოდელო სააგენტო Next Models Worldwide- ში მოხვედრაა.

ლელა დევდარიანი


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

“უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს” – ილია II მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა – სასმელი წყლის დეფიციტის საფრთხე საქართველოში

პოდკასტი