გიორგი შერმადინის მორიგი წარმატება ,,ლენოვო ტენერიფში”

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა, ახალ სეზონში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ის 2019 წლიდან თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ „ლენოვო ტენერიფეში“, რომელიც 15 ოქტომბერს ,,ობრადორიოს“ დაუპირისპირდა. ,,ტენერიფემ“ პირველი მეოთხედი წააგო, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მაინც შეძლო.
ქართველი ცენტრი ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 25 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში 19 ქულა და 7 მოხსნა მოიპოვა. ამ მაჩვენებლით, გიორგი შერმადინი დაწინაურდა, როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებს შორის. შესაბამისად, დაიმსახურა ,,MVP“ ტიტული, რომელიც გულისხმობს მატჩის ყველაზე შედეგიანი, გამორჩეული მოთამაშის წოდებას.
შეგახსენებთ, რომ ,,ლენოვო ტენერიფემ“ ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. ამ შედეგით, ის ჯგუფის ლიდერია.
წყარო: gbf.ge.
მეგი მიქაბერიძე

