მესტიაში, სოფლად მცხოვრები ქალებისა და მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავენ

mestia

16-17 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს და მსოფლიო სურსათის დღეს ერთობლივად აღნიშნავენ.

ღონისძიება ორდღიანია, ის სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე, სურსათის უვნებლობის შესახებ დისკუსიასა და სემინარს მოიცავს.

ღონისძიების ფარგლებში, მესტიაში, აგრარული ბაზარი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და ნიშური პროდუქტი, მათ შორის: ღვინო, თაფლი, რძის ნაწარმი, ადგილობრივი კერძები, ასევე მოეწყობა ხორბლისა და პურის, მათ შორის, ძველი ქართული ხორბლის ჯიშების გამოფენა.

ღონისძიებას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მესტიის მუნიციპალიტეტი ერთად აღნიშნავენ.

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა


23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა

3 მარტი დედის დღედ საქართველოში 1992 წლიდან აღინიშნება

5-ლარად ჩაბარებული ქართული თხილი უკან 56 ლარად გვიბრუნდება – “ჩვენ შრომას ფასი არ აქვს”

პოდკასტი