ვაჟა-ფშაველა ლაშარობის დღესასწაულზე 1911 წელს

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1911 წელს, ლაშარობაზე გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს ასაჯაროებს.
ერთ-ერთ სურათზე, სავარაუდოდ, დიდი ქართველი პოეტი – ვაჟა ფშაველაა გამოსახული. სურათზე მწერალს, შავი ჩოხა-ახალუხი აცვია და ,,ფაფახი“ ახურავს.
აღსანიშნავია, რომ ლაშარობა ფშავის, თუშეთისა და ერწო-თიანეთის მთავარი დღესასწაულია.
ავტორი – სალომე ხომასურიᲫე

