ნოსტალგიური საახალწლო განწყობა დადიანების სასახლეში
უფლისწულის სასახლეში, საახალწლო გამოფენის დათვალიერება, ნებისმიერ მსურველს, თავისუფლად შეუძლია.
22 დეკემბერს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი, საახალწლოდ მოირთო. ამასთან ერთად, დარბაზმა გამოფენასაც უმასპინძლა.საახალწლო გამოფენაზე, ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაციაა შექმნილი. სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებითა და ინდივიდუალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლითაა გაშლილი.
გამოფენის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების ნიმუშებიცაა წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად კი, ეს ნიმუშები, უფლისწულის ოჯახის წევრების ფოტოებს მოიცავს. როგორც დადიანების სასახლეში ამბობენ, ეს ღონისძიება, სტუმრებისთვის იმ ეპოქის შესაბამისი განწყობის შექმნას ემსახურებოდა.
,,მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იმ ეპოქის შობა-ახალი წლის განწყობა შეგვექმნა, დამთვალიერებელთათვის“, – აცხადებენ დადიანების სასახლეში.
გამოფენა 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებაზე სტუმრობა კი, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ უფლისწულის სასახლეში, საახალწლო გამოფენის დათვალიერება, ნებისმიერ მსურველს, თავისუფლად შეუძლია.
სალომე ხომასურიძე