“გამოჯანმრთელდებიან და ჩაეხუტებიან შვილებს” – უკრაინამ 108 ქალი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლა

ukraineli tyveebis gatavisufleba

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რუსეთ-უკრაინის მიერ ტყვეთა გაცვლას უკიდურესად ემოციურს და განსაკუთრებულს უწოდებს.

„დღეს ტყვეთა მორიგი მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. უკიდურესად ემოციური და მართლაც განსაკუთრებული. ჩვენ გავათავისუფლეთ 108 ქალი ტყვეობიდან. დედები და ქალიშვილები. ახლობლები მათ დაბრუნებას ელოდებოდნენ. აზოვსტალის 37 ევაკუირებული, 11 ოფიცერი, 85 რიგითი და სერჟანტი”, – წერს twitter- ზე ანდრეი ერმაკი.

მისივე ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლებული ყველა ქალბატონი გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

“ახლა ყველა ქალბატონი გაივლის სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას. გამოჯანმრთელდებიან და ჩაეხუტებიან ახლობლებს, შვილებს. მადლობა სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბს და ყველა ამ საქმეში ჩართულ ადამიანს ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის” – წერს ერმაკი.