აფხაზეთი მეორე მონაკო, სოხუმი კი, მონტე-კარლო გახდება: ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერის აზრით, შესაძლოა, აფხაზეთი მეორე მონაკო გახდეს, ხოლო სოხუმი მეორე მონტე-კარლო.
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, ხელისუფლების პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.
“ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. ჩვენ გვინდა ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება იმისთვის, რომ ერთიან და ევროპულ საქართველოში ვიცხოვროთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს, წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აფხაზი და ოსი ძმების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. მათ შორის არის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის და სხვა.
ინგა ფუტკარაძე