“არ შეიწყალო!” – საპროტესტო აქცია პრეზიდენტის სასახლესთან (Video)

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან, თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი დღეს სპონტანურად შეიკრიბნენ, მათი პროტესტი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

აქციის გამართვისკენ მოქალაქეებს გუშინ, ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა და გიორგი გამცემლიძის მამამ – ჯამბულ გამცემლიძემ მოუწოდეს. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილებმა, ასევე, სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანა მოითხოვეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი საზოგადოების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს ის სააკაშვილი შეწყალებას გეგმავს, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორია.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის ვიდეო, თავისივე შეფასებით, პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოგვაწოდა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი