13 წლის ინგა გურგენიძე “გრან პრის” ბრინჯაოს მედლის პრიზიორია

გურგენიძე

13 წლის ინგა გურგენიძემ, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრია, “გრან პრის” ბოლო, მეექვსე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ შეჯიბრში ოცდაჩვიდმეტი ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ინგა გურგენიძე, ჯამური ქულით, იაპონელ და კორეელ მოციგურავეებს ჩამორჩა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა მოციგურავემ, მიღებული შედეგით, ყველა ევროპელი მონაწილე უკან ჩამოიტოვა.

ყაზანში მცხოვრებმა 13 წლის ინგამ, ბოლო პერიოდია, საქართველოს სახელით დაიწყო ასპარეზობა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის სტატუსისთვის საჭირო პროცედურები უკვე გაიარა. ეს მედალი კი არის პირველი წარმატება, რომელიც საქართველოს სახელით მოიპოვა.

წყარო: primetime.ge

მეგი მიქაბერიძე