როგორ ავიმაღლოთ D ვიტამინი

D ვიტამინის დეფიციტი მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღენიშნება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც საკმარის მზის შუქს ვერ ვიღებთ. აღნიშნული ვიტამინი ულტრაიისფერი მზის სხივების კანში შეწოვის შედეგად გამომუშავდება, სწორედ ამიტომ, მას “მზის ვიტამინსაც” უწოდებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ D ვიტამინის რეცეპტორები სხეულის თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება, მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია გონებისა და სხეულის ჯანმრთელობის დასაბალანსებლად.
აღსანიშნავია, რომ D ვიტამინის დეფიციტმა ჯანმრთელობის სერიოზული, ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის: დეპრესია, ავტოიმუნური დაავადებები, ძვლის მოტეხილობები, ოსტეოპოროზი, რაქიტი, ასევე კიბოს, დიაბეტისა და მაღალი წნევის გაზრდილი რისკიც კი.
ორგანიზმში D ვიტამინის მაჩვენებლის გაზრდა სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი:
კვების რაციონში ჩართეთ მეტი: ზღვის პროდუქტი, კვერცხი, რძე, სოკო, მარცვლეული, და ნატურალური წვენები.
შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვები დანამატები, რომლებიც ხელმისაწვდომია მოსახერხებელი ვარიანტების ფართო სპექტრით, მათ შორის: ფხვნილები, კაფსულები, წვეთები, საღეჭი საშუალებები, სპრეი და ა.შ. ასევე, ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობის მოსამატებლად, საკმაოდ ეფექტურია UVB ნათურა, რომელიც იმავე ტიპის სხივებს გამოყოფს, რასაც მზე. მეტიც, გარკვეული ტალღის სიგრძის LED განათება უფრო ეფექტურიც კია კანის მიერ D ვიტამინის გამომუშავების სტიმულირებისთვის.
ფოტო: Shutterstock.com
თაკო ბოკუჩავა

