ტერაქტის ამერიკული ვერსია: თავდასხმის სამიზნე დარია დუგინას მამა იყო
“ამერიკაში სჯერა, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინა დგას” – ასეთი სათაურით სტატია ,,ნიუ-იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა.
სტატიის მიხედვით, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ, აგვისტოში რუსი პროპაგანდისტისა და ნაციონალისტის ალექსანდრე დუგინის შვილის დარინა დუგინის ავტომობილში ბომბი დაამონტაჟა.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ. ისინი დარინა დუგინას მკვლელობის წინააღმდეგი იყვნენ. ასევე მათ უკრაინელებისთვის არანაირი დაზვერვითი ან შეტევითი დახმარება არ გაუწევიათ.
აშშ შეშფოთებულია აღნიშნული ტერორისტული აქტის გამო, ვინაიდან მსგავსმა ინციდენტმა შესაძლოა , ბრძოლის ველზე, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის პროვოცირება გამოიწვიოს.
ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ სწორედ დარია დუგინას მამა, ალექსანდრე დუგინი იყო თავდასხმის რეალური სამიზნე. ხოლო ვინც აფეთქება განახორციელა, ეგონა რომ დარიასთან ერთად, მანქანაში ალექსანდრე დუგინიც იქნებოდა.
დუგინი რუსი ულტრანაციონალისტი და იმპერიალისტია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დეტალურად არ ისაუბრეს თუ ვინ განახორციელა თავდასხმა, ვინ მოაწერა ხელი ბძანებას და ინფორმირებული იყო თუ არა ფაქტის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი.
საინტერესოა, ფაქტზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის შეფასება.
“ომის დროს მკვლელობას პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ქალბატონი დუგინი არ იყო უკრაინის სტრატეგიული ან ტაქტიკური სამიზნე” -განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
ცნობისთვის დარინა დუგინას სანქციები დაუწესა აშშ-მ და ევროპამაც, ვინაიდან ის სრულად იზიარებდა მამამისის გეოპოლიტიკურ ხედვებს.
აღსანიშნავია, რუსეთმა უკრაინა დარიას მკვლელობისთანავე დაადანაშაულა. მათი განცხადებით, უკრაინელებმა დაიქირავეს ქალი, რომელმაც იქირავა ბინა იქ, სადაც დარია დუგინი ცხოვრობდა, ხოლო მანქანის აფეთქების შემდეგ კი ქვეყნიდან გაიქცა.
საინტერესოა, რუსეთის დუმის წევრის,ილია პონომარევის მოსაზრებაც, რომელმაც ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა.
პონომარევმა განაცხადა, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი უკრაინაში მოქმედი პროუკრაინული და ანტიპუტინისტური მებრძოლები იყვნენ, სახელწოდებით ,,ეროვნული რესპუბლიკური არმია”.
წინა კვირას კი , დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასება იყო პოზიტიური ფაქტი, რომელიც კრემლის დასკვნებს დაემთხვა. ,,ნიუ-იორკ თაიმსის” ეს სტატია კი პესკოვის პოზიტივის შემანარჩუნებელი ნამდვილად გახდება.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნება, წამყვანი ამერიკული გამოცემისგან გასაკვირია, ვინაიდან ტექსტის ავტორი უკრაინას პირდაპირ ტერორისტულ აქტში ადანაშაულებს. ეს კი გულისხმობს, რომ აშშ უკრაინის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ტერორისტულ აქტებს ემიჯნება. თუმცა, საინტერესო იქნება ფაქტზე თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია, რითიც გაირკვევა ნამდვილად გარეული იყო თუ არა უკრაინა დარინა დუგინის მკვლელობის ამბავში.
წყარო: New-York Times
ფოტო: BBC
მოამზადა ინგა ფუტკარაძემ