საქართველოში შესაძლოა აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა აიკრძალოს

საქართველოში შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების, მაგალითად, პიტბულის გამრავლება აიკრძალოს. აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდება. ამასთან, ძაღლის გასეირნება მხოლოდ ალიკაპითა და საბმელით იქნება შესაძლებელი.

თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანაც აიკრძალება – ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კანონპროექტში გათვალისწინებულია როგორც ცხოველთა უფლებების დაცვა, ისე ცხოველების უკონტროლო მომრავლების რეგულირება. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტო და პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია.

შეზღუდვა კანონის ამოქმედების დღიდან გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აგრესიული ჯიშის ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის შემთხვევები გახშირდა.

17 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, ძაღლმა 5 წლის ბავშვი დაკბინა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და მას შესაძლოა ყბა-სახის ოპერაცია დასჭირდეს. შემთხვევა მოხდა 23 სექტემბერსაც, როდესაც პიტბულმა ვარკეთილში, 3 ადამიანი დაგლიჯა.

წყარო: IPN

ინგა ფუტკარაძე


21 მარტი მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

“აბა, გაბედე და დონორი ქვეყნის ფული არასწორად დახარჯე, ჰაერში აგწევენ” – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან

TikTok-ის გამოყენება ბრიტანეთის მთავრობის წევრებსაც აეკრძალათ

“ეს კანონი, არც ქართული, არც ამერიკული და არც რუსული მისაღები არ იყო” – ლადო პაპავა

პოდკასტი