როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ელექტრულ დაზიანებას მიიღებს

deni

უბედური შემთხვევების შედეგად, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ზიანდება ან იღუპება. მსგავსი ფაქტის დროს, სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელია, თუ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, დაშავებულ ადამიანს, პირველადი დახმარება ჩაუტარდება.

მაგალითად, თუ ადამიანი ელექტრულ დაზიანებას მიიღებს, ანუ დენი დაარტყამს, პირველ რიგში, 112-ზე უნდა დარეკოთ და სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.  ასევე, უნდა გამორთოთ დენი, რომ დაშავებულს, ელექტროობასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ დენის მთავარი წყარო ხელმისაწვდომი არაა:  დაზარალებულს არ უნდა შეეხოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მას დენთან შეხება არ აქვს. უნდა დაიცვათ საკუთარი თავი მაიზოლირებელ საგანზე დგომით, მაგალითად, როგორიცაა, სქელი წიგნი, ან ფიცარი

აუცილებელია, არამეტალის საგნის გამოყენებით, მაგალითად, ხის ჯოხით ან ცოცხით, დენის წყარო და ადამიანი ერთმანეთისგან გააცალკევოთ. ამ პროცედურების შემდეგ, თუ პაციენტი არ სუნთქავს, უნდა ჩაატაროთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, ანუ CPR, რომელსაც ადამიანი სუნთქვის უკმარისობისა და გულის გაჩერების შემთხვევაში საჭიროებს.

 

გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების რამოდენიმე ხერხი არსებობს. მათგან ერთ-ერთია CPR ხელებით (მხოლოდ კომპრესიებით), რომლის ჩასატარებლადაც:

ერთი ხელისგული დაზარალებულის მკერდის ძვლის ცენტრში უნდა მოათავსოთ, მეორე კი, პირველ ხელს უნდა დაადოთ და თითები ერთმანეთში გაუყაროთ

თქვენი მხრები, თქვენივე ხელების ზუსტად ზემოთ უნდა იყოს

თქვენი სხეულის მასის გამოყენებით (არამარტო ხელებით), ყოველ კომპრესიაზე, პაციენტის გულ-მკერდი 5-6 სანტიმეტრით უნდა ჩაზნიქოთ

ეს კომპრესიები კი, სასწრაფოს მოსვლამდე უნდა იმეოროთ.

ეცადეთ, წუთში 100-120 კომპრესია ჩაატაროთ.

 

CPR ხელოვნური სუნთქვით – თუ CPR – სა და ხელოვნური სუნთქვის გაკეთებაში ერთად, გამოცდილებაც გაქვთ და საკუთარ თავშიც დარწმუნებული ხართ, პაციენტს, გულ-მკერდის კომპრესიები და ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩაუტაროთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, საკუთარ შესაძლებლობებში, მაშინ მხოლოდ კომპრესიები ჩაუტარეთ.

 

გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში:

ხელისგულები პაციენტის გულ-მკერდის ცენტრში მოათავსეთ, გულ-მკერდის კომპრესია მოახდინეთ 5-6 სმ-ით წუთში 100 დაწოლა ▫️ ყოველი 30 კომპრესიის შემდეგ, ორჯერ ჩაასუნთქეთ

პაციენტს თავი უკან გადააწევინეთ და ნიკაპი ორი თითით წამოწიეთ. ცხვირზე ხელი მოუჭირეთ, პირი პირთან მიიტანეთ და ძლიერად ჩაბერეთ. გულ-მკერდი იბერება თუ არა, შეამოწმეთ

30 კომპრესიისა და ორი ჩაბერვის ციკლი იქამდე გააგრძელეთ, სანამ პაციენტი არ გამოკეთდება, ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

 

ერთ წელზე უფროს ბავშვებში:

ბავშვის სასუნთქი გზები, მისი თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წამოწევით გაათავისუფლეთ. თუ დახშობის გამომწვევი რომელიმე საგანი თვალხილულია, ცხვირიდან ან პირიდან დაუყოვნებლივ ამოიღეთ

ბავშვს ცხვირზე მოუჭირეთ, პირი პირთან მიიტანეთ და ჰაერი ძლიერად ჩაბერეთ, იწევა თუ არა მკერდი შეამოწმეთ. ხუთი ასეთი სუნთქვა ჩაუტარეთ

ხელისგულები გულ-მკერდის ცენტრში მოათავსეთ და კომპრესია ისე მოახდინეთ, რომ მკერდის ძვალი, გულ-მკერდის სიღრმის მინიმუმ 1/3- ით ჩაიზნიქოს. თუ ერთი ხელი არასაკმარისია, ორივე ხელი გამოიყენეთ

გულ-მკერდის ყოველი 30 კომპრესიის შემდეგ (სიჩქარით წუთში 100 კომპრესია) , ჰაერი ორჯერ ჩაბერეთ

30 სუნთქვისა და ორი კომპრესიის ციკლი პაციენტის გამოკეთებამდე ან სასწრაფოს მოსვალამდე გააგრძელეთ.

 

ერთ წლამდე ბავშვებში:

თავის უკან ნაზად გადაწევითა და ნიკაპის წამოწევით ბავშვის საჰაერო გზები გაათავისუფლეთ. პირიდან ნებისმიერი თვალხილული უცხო სხეული ამოიღეთ ▫️ ბავშვის პირთან ან ცხვირთან, თქვენი პირი მიიტანეთ და ძლიერად ჩაბერეთ. ასევე, მისი მკერდი იწევა თუ არა შეამოწმეთ. ხუთი სუნთქვა განახორციელეთ

ორი თითი გულმკერდის ცენტრში მოათავსეთ და კომპრესია ისე მოახდინეთ, რომ მკერდის ძვალი გულ-მკერდის სიღრმის 1/3- ით ჩავიდეს. თუ ამას თითებით ვერ აკეთებთ, შეგიძლიათ ხელისგული გამოიყენოთ ▫️ გულ-მკერდის ყოველი 30 კომპრესიის შემდეგ, რომლის სიჩქარეც, წუთში 100 კომპრესია იქნება, ჰაერი ორჯერ ჩაბერეთ

ეს ციკლი ბავშვის გამომჯობინებამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გააგრძლეთ.

წყარო: higia.ge

სალომე ხომასურიᲫე