“მაჩვენეთ ქვეყანა, რომელმაც დამიბრუნა შვილი და გამაცნო შვილიშვილები” – ძველი ისტორია

ამერიკელი ფოტოგრაფის მიერ სვანეთში გადაღებული აქამდე უცნობი ფოტო

ქართული ოჯახები, კაცობრიობის ისტორიაში, სამი თაობის თანაცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითებს იძლევა. ცხოვრებისეულ სიბრძნეს შვილიშვილები, ძალიან ხშირად, სწორედ ბებია-ბაბუებთან ურთიერთობით იძენენ. რა თქმა უნდა, არსებობს ხარვეზებიც, რომლებიც თანდათან უნდა გამოსწორდეს და სრულყოფილი გახდეს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ოჯახზე უკეთესი ინსტიტუტი პიროვნების აღსაზრდელად ადამიანს ჯერ არ გამოუგონია. საქართველოში ძველად, ოჯახი ყველაზე წმინდა ადგილი იყო, სადაც სამი თაობა ურთიერთ თანაცხოვრობდა. ამის შესახებ, არა ერთი ხალხური თქმულება თუ ლექსი არსებობს, ძველ ზღაპრებშიც ხშირად შევხვდებით სიუჟეტს, როგორ ისმენენ ახალგაზრდები მოხუცების ბრძნულ რჩევებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავის ქადაგებებში ყოველთვის აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობას და ახალგაზრდებს მოუწოდებს პატივი სცენ მშობლებს, ასევე, მოუწოდებს მშობლებს, სცენ პატივი თავიანთ შვილებს.

ერთ საინტერესო ისტორიას ფეისბუქ მომხმარებელი ამირან ბერიძე გვიზიარებს:

სვანეთში, ერთ ოჯახში ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები უკვე სუფრასთან სხედან, მასპინძელი ქალი სუფრას შლის, ბავშვები შორიდან უყურებენ, რა ხდება დიდ ოთახში, სადაც მაგიდა ცენტრშია. ოჯახის უფროსმა განსხვავებული სასმისი გამოიტანა და ოჯახის ყველა წევრი სტუმრის ირგვლივ ტრიალებს. დადგა ჯერი ვახშმისა და სვანური სიმღერის. სტუმარი, რომელიც ასევე ოჯახთან ერთადაა საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული, გულიანად აგემოვნებს კერძებს, ათვალიერებს სხვადასხვა სახის ორნამენტებს, ნახა კოშკი, წინაპართა საფლავები, ძველი იარაღები… მზის ჩასვლა მთებს მიღმა… და ოჯახის თავკაცს უსმენს.

კაცი მიუყვება სადღეგრძელოებს, ჰყვება გვარის, კუთხის, ქვეყნის ისტორიაზე, სამივე თაობის თანაცხოვრებაზე და ასევე დაინტერესდა სტუმრის საგვარეულო ისტორიით; სტუმარმა მოყვა წარმატებულ კარიერაზე, სამსახურზე, ლამაზ ოჯახზე, მეუღლესა და ბავშვებზე. მასპინძელმა იკითხა, მშობლები თუ ჰყავდა სტუმარს, რომ შემდეგი სადღეგრძელო მათი ჯანმრთელობის ყოფილიყო; გაირკვა, რომ დედა გარდაცვლილია, მამა კი მოხუცებულთა პანსიონში შვიდი წელია ცხოვრობს და ის ერთი წელია, არ უნახავს, თუმცა, სტაბილურად იხდის პანსიონის ფულს.

მასპინძელმა დადგა სასმისი. თქვა, რომ იქ სადაც მშობლებს მარტოხელათა პანსიონში, თუნდაც მდიდრულში ტოვებენ, მათთვის ვერ იმღერებდა. გაშრა ყელი და სტუმარიც. ოთახიდან ოჯახის პატრონი მძიმე ნაბიჯებით გავიდა – სუფრა და საფიქრალი უცხოელ სტუმარს დაუტოვა.
გავიდა წელი. ოჯახის უფროსთან წერილი მოვიდა სვანეთში:

“არ მინდა მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო ქვეყანა, რომელმაც დამიბრუნა შვილი. მომცა ბედნიერება გამეცნო და მოვფერებოდი ჩემს შვილიშვილებს.”


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი