საფრანგეთში 140 000 ადამიანი ფასების ზრდას აპროტესტებს

france

16 ოქტომბერს, პარიზის ქუჩებში მასობრივი აქცია დაიწყო. მოსახლეობა ფასების ზრდას და კლიმატის ცვლილების გამო, მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს. ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ცნობაში, კვირას გამართულ აქციას 140 000-მდე ადამიანი დაესწრო.

დემონსტრაციის ორგანიზატორი, მემარცხენე ოპოზიციურ ძალაა, რომელსაც ჟან-ლუკ მელენშონი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ უშიშროების ძალებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხელკეტი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები ბანკში შეიჭრნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მომიტინგეს ეცვა ყვითელი ჟილეტი, რომელიც 2018 წელს ჩატარებული ძალადობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სიმბოლოა.

 

წყარო: FRANCE 24