მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი

giorgi mamardaSvili

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში ,,ვალენსია“ ,,სანჩეს პისხუანზე“ ,,სევილიას“ დაუპირისპირდა.
შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილმა უნიკალურად ითამაშა.
 ,,ვალენსია“ მეექვსე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ედინსონ კავანიმ თავური დარტყმით გოლი გაიტანა და ჯენარო გატუზოს გუნდი წინ გაიყვანა. ,,სევილიამ“ 86-ე წუთზე, ანგარიში გაათანაბრა, როცა კუთხური გოლად აქცია. ამ შემთხვევაში, თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა, რომელიც საჯარიმოში სრულიად მარტო იყო. არგენტინელმა მამარდაშვილს ახლო მანძილიდან აჯობა, რომელსაც შანსი არ ჰქონდა და გაშვებულ გოლში მისი დანაშაული არ იკვეთება.
 ,,ვალენსიას“ მოგება მაინც შეეძლო. იმიტომ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეათე წუთზე, სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან ხოსე გაია მივიდა, მაგრამ იასონ ბონოს ვერ აჯობა, მაროკოელმა პენალტი მოიგერია.
 საბოლოოდ, თამაში 1:1 დასრულდა.
 თამაში საოცრად ამაღელვებელი იყო, რადგან ბევრი საინტერესო მომენტი განხორციელდა. ,,სევილია“ უპირატესობას ფლობდა. ,,ვალენსია“ კი, ერთხელ ხარიხამ გადაარჩინა, სამჯერ კი – მამარდაშვილმა. მე-17 და მე-18 წუთებზე, 22 წლის ქართველმა მეკარემ შეუდარებელი ,,სეივები“ მიითვალა. მამარდაშვილმა ჯერ რაფა მირის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი, ისევ რაფა მირის თავური, საოცრად ეფექტური ნახტომით მოიგერია. დარტყმა ურთულესი იყო და შესაძლოა, ტურის საუკეთსო მოგერიების კანდიდატიც იყოს. მე-60 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა, ნემანია გუდელის შორეული დარტყმაც კუთხურზე მოიგერია.
 მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა 22 წლის მეკარემ, ნამდვილად საოცრად ითამაშა, მაგრამ კარი გოლის გარეშე მაინც ვერ შეინახა, რაც ვალენსიელი მცველების ბრალი იყო.
 აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მამარდაშვილის ამ ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, მის ,,სევილიასთან“ თამაშს, ესპანური ვებგვერდი – Superdeporte გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ ,,ელჩესთან“ შეცდომა, მხოლოდ შემთხვევითობის ბრალი იყო. ,,ვალენსია“ კი, ქართველი მეკარის ხარჯზე, მიმდინარე სეზონში ქულებს აგროვებს. ,,გიორგი ისევ გმირი იყო“ – ესპანური გამოცემა, მატჩს ამ სათაურით გამოეხმაურა.
22 წლის მეკარის საოცარ თამაშზე, ცნობილმა გამოცემა ,,As”- მაც დაწერა, სადაც ხაზგასმით ამბობენ, რომ მამარდაშვილი გუნდისთვის ქულების მომპოვებელი მეკარეა.
 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის 10 მატჩში, გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე 11 გოლის გაშვება და ორჯერ კარის მშრალად შენახვაა. ,,ვალენსიას“ 5 მატჩიანი წაუგებელი თამაშები აქვს. აქედან 2 მოგება და 3 ფრე. გუნდი 15 ქულით, მეშვიდე პოზიციაზეა.
 22 ოქტომბერს, გუნდი ,,მესტალიაზე“ ,,მალიორკას“ შეხვდება.
 ავტორი: სალი ხომასურიძე