მცხეთური ღვეზელი და მესხური აპოხტი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გთავაზობთ ამ ობიექტების ჩამონათვალს:
ქართული ხორბლის კულტურა
ტრადიციები და რიტუალები
გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია
რთვლის ტრადიცია საქართველოში
მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი
მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია
ინფექციურ დაავადება “ბატონებთან” დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში.
ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, აღნიშნული ობიექტების მონაცემთა ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტთა მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
სალომე ხომასურიძე