ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს

თბილისში, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ისინი ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.  დაკავებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიებამ დაკავებულთა ბრალეულობაზე შემდეგი დაადგინა –  მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში საქმე ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+-ის” დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს “გრინსერვის+-ის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია “მშენ-ექსპერტის” დირექტორი და თანამშრომელი.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულთა შორის არიან ელექტროშემდუღებლები, რომელსაც გამოძიება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას და ელექტროსადენების დაზიანებას ედავება, რამაც წყალზე დენის გატარება გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. მიზეზი პარკის ისტორიული შადრევანია, სადაც მაღალი ძაბვის დენი გადიოდა. 3 ბავშვი შადრევნის აუზში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.

შემთხვევის ​ადგილზე მყოფმა მებაღემ წყლიდან 2 ბაშვის ამოყვანა და გადარჩენა შეძლო, 13 წლის გოგონა კი გარდაიცვალა.

18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.


ტრაგედია ბათუმში – ბატუტის დაზიანებას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

რატომ იძარცვება ქარხანა, სადაც სახელმწიფოს 12%-იანი წილი აქვს – სკანდალი ელმავალმშენებელი ქარხნის გარშემო

„მისი გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა” – ილია II ჟიული შარტავაზე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კომპოზიტორი, დირიჟორი, მომღერალი, ჯაზმენი თამაზ ყურაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოდკასტი