ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიაზე ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ.
21 წლის „კვარა“, ფილმში ნეაპოლურ ცხოვრებასა და ადგილობრივ გულშემატკივართან ურთიერთობაზე ისაუბრებს. გადაღებებს ქართველი ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი სალომე ბენაშვილი უძღვება.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმი, სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში გამოვა.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

