“კვარაცხელიამ საქართველოში ფეხბურთის მიმართ ინტერესი დააბრუნა”

ხვიჩა კვარაცხელია

ფილოლოგიის დოქტორ გია მურღულიას შეფასებით, საქართველოში ფეხბურთის მიმართ ინტერესის დაბრუნება, შრომისმოყვარე ტალანტის დაბრუნებამ შეძლო და ეს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

“ეს ახალგაზრდა უკვე ვარსკვლავია (თუმცა სრულყოფის უზარმაზარი რესურსი აქვს), რომელიც მატჩის შედეგზე ინდივიდუალურ გავლენას ახდენს. ამიტომაც ალაპარაკდნენ გრანდები მის შეძენაზე. “ნაპოლი” უახლოეს მომავალში მას ძალიან მაღალ ფასს დაადებს, ხვიჩა კვარაცხელია გახდა საფეხბურთო ფაქტორი, რომლის განეიტრალებაც დღეს, უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს… წარმატება ჩვენს ბიჭს, “ნაპოლის”’ და უწინარეს ყოვლისა – საქართველოს ნაკრებს. GO, GEORGIA’’ – წერს გია მურღულია  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.