მედიკამენტებზე დაწესებული ახალი კანონი 15 თებერვლიდან ამოქმედდება
ახალი კანონი საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის სამინისტრომ, 1300-ზე მეტი დასახელების ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე, ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს წამლის, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფასის მაქსიმუმზე ძვირად გაყიდვა, 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადასახედად დრო 31 იანვრამდე აქვს და თუ რომელიმე მედიკამენტის ფასზე, დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენენ, სამინისტროს სპეციალური საბჭო განიხილავს და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელ ფასს დააკორექტირებენ.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი, ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესის გათვალისწინებისა და დაზღვევის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონი საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
სალომე ხომასურიძე