ბრაზილიური ხორცისგან დამზადებულ კატლეტში სალმონელა აღმოჩნდა

salmonela

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალმონელა გამოავლინა ხორცპროდუქტებში, კერძოდ, შპს “ქართული გემოს” მიერ წარმოებულ კატლეტში, რის შედეგადაც, საწარმოს წარმოების უფლება ჩამოერთვა. მედია სააგენტო ,,24“ დაუკავშირდა შპს ,,ქართულ გემოს“. კომპანიის წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩირგაძის თქმით, ფაქტი 3 თვის წინ მოხდა, ხოლო სალმონელა ბრაზილიიდან შემოტანილ ნედლეულში აღმოჩნდა და არა “ქართული გემოს” მიერ წარმოებულ პროდუქციაში.

მისი განცხადებით, შემთხვევის შემდეგ, პროდუქციის ის პარტია გაყიდვიდან სრულად ამოიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმება ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რაიონის ვეტერინარულ, აგროქიმიკატების, კვების ობიექტებში, საბავშვო ბაღებსა და მაღაზიებში.

შემოწმდა ალკოჰოლური სასმელები, ხორცპროდუქტები, ქათამი და რძის პროდუქტები. შედეგად, რძის პროდუქტებში გამოვლინდა ბრუცელოზის შემცველობა. 81 შემოწმებული საწარმოდან 10-ში დარღვევა აღმოჩნდა. კერძოდ, დედოფლისწყაროში, შპს ,,რძის ქალაქის“ მიერ წარმოებულ პროდუქტებში, თელავის სოფ. კურდღელაურში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში, თიანეთის საწარმო “ყვარლის მთაში“. ყველა მათგანს საქმიანობა დროებით შეუჩერდა.

დარღვევები გამოვლინდა სასმელ წყალშიც. კერძოდ, მარნეულში, შპს “მარნეულის სოფწყალში“, შაუმიანის წყალსადენის სათავე ნაგებობაში, არაგვისპირის საბავშვო ბაღში, ქარელში, სოფელ აბანოს ცენტრში, რაჭის სოფელ ბუგეულსა და ონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ცხმორი, შეუბანი, ბოყვა, ღარი და ა.შ. ​რაც შეეხება კვლევის დადებით შედეგებს. 5 შემოწმებული რძის საწარმოდან დარღვევა არ გამოვლინდა არც ერთში. 23 შემოწმებულ ქათმის ხორცში წყლის შემცველობა ნორმაზე ზედმეტი არ აღმოჩნდა.

 

ინგა ფუტკარაძე