ეროვნულ გალერეაში მანანა თუმანიშვილის გამოფენა გაიმართა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, მხატვარ მანანა თუმანიშვილის გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია, მანანა თუმანიშვილის 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ეს ნამუშევრები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული.

მანანა თუმანიშვილი თავის შემოქმედებაში, აკვარელთან ერთად, შერეულ ტექნიკას იყენებს. ნამუშევრებში, ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს, სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (აკრილი, პასტელი, გუაში, ტუში, მონოტიპია) აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ მანანა თუმანიშვილი 1966 წლიდან, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა, დამწყებ მხატვრებს კი, აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა. 1968 წლიდან, მხატვარი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენას, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიაც დაესწრო. ეროვნული გალერეა, მანანა თუმანიშვილის ნამუშევრებს, 2023 წლის 4 თებერვლამდე უმასპინძლებს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი