საქართველო სკანდინავიის ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰელსინკში გამართულ გამოფენაზე MATKA 2023 ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი